Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვი და კიევი კვლავ ვერ შეთანხმდნენ გაზის ფასსა და ვალის დაფარვაზე


16 ივნისს დილამდე გრძელდებოდა მოლაპარაკებები უკრაინის მთავრობასა და რუსეთის „გაზპრომს“ შორის. რუსეთმა უკრაინას 16 ივნისისთვის დაუთქვა ვადა ვალის გადასახდელად, წინააღმდეგ შემთხვევაში ბუნებრივი აირის მიწოდების შეწყვეტით დაემუქრა. 16 ივნისს, დილით ადრე კი „გაზპრომმა“ დაადასტურა, რომ კიევში ევროკავშირის შუამავლობით გამართულ მოლაპარაკებებზე კვლავ არ მოხერხდა გაზის ფასზე შეთანხმება. რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის პირობით, თუკი კიევი 16 ივნისს, მოსკოვის დროით, დილის ათი საათისთვის არ გადაიხდის 1 მილიარდ 950 მილიონ დოლარს, რუსეთი უკრაინას გაზის მიწოდებას შეუწყვეტს. უკრაინა დავალიანების გადახდის პირობად რუსეთის ბუნებრივ აირზე ფასის - 486-დან 326 დოლარამდე დაწევას აყენებს. რუსეთი კი აცხადებს, რომ მის მიერ შეთავაზებული საბოლოო ფასია 385 დოლარი 1000 კუბურ მეტრ ბუნებრივ აირზე.
XS
SM
MD
LG