Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცნობილია თვითმმართველობის არჩევნების წინასწარი შედეგები 16 ივნისის 9 საათის მდგომარეობით


ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გამოაქვეყნა არჩევნების წინასწარი შედეგები 16 ივნისის 9 საათის მდგომარეობით. თბილისის მერის არჩევნებისთვის დათვლილია 729-დან 559 უბნის შედეგი, ანუ ხმების 76,68%. ამ მონაცემებით, თბილისის მერობის კანდიდატთა პირველი ექვსეულის შედეგები სულ მცირედით შეიცვალა: დავით ნარმანია - 46,27%, ნიკანორ მელია - 27,69%, დიმიტრი ლორთქიფანიძე - 12,86%, ირმა ინაშვილი - 5,32%, ასმათ ტყაბლაძე - 2,44%, კახა კუკავა - 2,38%. საქართველოს მასშტაბით პროპორციული წესით ჩატარებული არჩევნებისთვის, დილის 9 საათის მონაცემებით, 3,637-დან უკვე დათვლილია 1460 საარჩევნო უბნის შედეგი. „ქართულ ოცნებას“ მიღებული აქვს ხმების - 51,12%, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ – 22,75%, „ნინო ბურჯანაძე - ერთიან ოპოზიციას“ – 10,52%, „დავით თარხან-მოურავ - საქართველოს პატრიოტთა ალიანსს“ – 4,4%, „შალვა ნათელაშვილ - საქართველოს ლეიბორისტულ პარტიას“ – 3,52%. თბილისში პროპორციული წესით ჩატარებული არჩევნების წინასწარი შედეგები 16 ივნისის, დილის 9 საათისთვის ასეთია: 729 უბნიდან დათვლილია 481. „ქართულ ოცნებას“ მიღებული აქვს ამომრჩეველთა ხმების 46,01%, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ – 26,37%, „ნინო ბურჯანაძე - ერთიან ოპოზიციას“ – 10,44%, „დავით თარხან-მოურავ - საქართველოს პატრიოტთა ალიანსს“ – 6,13% და „შალვა ნათელაშვილ - საქართველოს ლეიბორისტულ პარტიას“ – 3,5%.
XS
SM
MD
LG