Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიხაელ შუმახერი კომიდან გამოვიდა


ლეგენდარული ავტომრბოლელის, მიხაელ შუმახერის პრესმდივანი აცხადებს, რომ შუმახერი კომიდან გამოვიდა და დატოვა საავადმყოფო, რომელშიც მას 2013 წლის მიწურულს, მძიმედ დაშავების შემდეგ მკურნალობდნენ. 45 წლის შუმახერი საფრანგეთში თხილამურებით სრიალის დროს, 29 დეკემბერს დაშავდა, რის შემდეგაც ის გრენობლის კლინიკაში მოათავსეს. დღეს მისმა პრესმდივანმა, საბინა კემმა განაცხადა, რომ შუმახერმა დატოვა საავადმყოფო და გააგრძელებს რეაბილიტაციის ხანგრძლივ ფაზას. პრესმდივანს არ უთქვამს, სად იმყოფება ცნობილი სპორტსმენი - მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონი „ფორმულა ერთის“ მანქანებით რბოლაში.
XS
SM
MD
LG