Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანში განახლდა საჰაერო დარტყმები ექსტრემისტების წინააღმდეგ


პაკისტანის საბრძოლო თვითმფრინავებმა განაახლეს იერიშები ექსტრემისტების წინააღმდეგ ჩრდილოეთ ვაზირისტანის რეგიონში. ოფიციალური პირების მონაცემებით, მოკლულია 20 ექსტრემისტი, თუმცა დამოუკიდებელი წყაროები ვერ ამოწმებენ ამ ინფორმაციას. პაკისტანმა ჯარისკაცები, არტილერია და სამხედრო ვერტმფრენები გააგზანა ჩრდილოეთ ვაზირისტანში სამხედრო ოპერაციისათვის, რომელიც მიჩნეულია პასუხად ერთი კვირის წინ კარაჩის აეროპორტზე მეამბოხეების თავდასხმის შემდეგ. პაკისტანელი სამხედრო ოფიციალური პირების ცნობით, პაკისტანის თვითმფრინავებმა 15 ივნისს დაბომბეს მეამბოხეების რვა თავშესაფარი ჩრდილოეთ ვაზირისტანში და დახოცეს 105 „უზბეკი ექსტრემისტი“, მათ შორის კარაჩის ოპერაციის ორგანიზებაში ეჭვმიტანილი ლიდერი.
XS
SM
MD
LG