Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირმა დაასრულა საქართველოსთან და მოლდავეთთან ასოცირების შეთანხმებების ხელმოწერის ტექნიკური მომზადება


ევროკავშირის საბჭომ დაასრულა საქართველოსთან და მოლდავეთთან ასოცირების შესახებ შეთანხმებების ხელმოწერისთვის ტექნიკური მომზადება. შეთანხმებებს ხელი 27 ივნისს მოეწერება. ევროკავშირის საბჭოს მიერ გავრცელებულ პრეს-რელიზში აღნიშნულია, რომ შეთანხმებების მიზანია „ევროკავშირთან პოლიტიკური ასოცირებისა და ეკონომიკური ინტეგრაციის გაღრმავება და ის ორივე პარტნიორთან ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო სივრცის შექმნას შეუწყობს ხელს“. ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა 16 ივნისს მიიღეს საკანონმდებლო აქტი, რომელიც საშუალებას იძლევა, რომ ევროკავშირმა ხელი მოაწეროს ორივე შეთანხმებას. ევროკავშირის საბჭომ აგრეთვე გადაწყვიტა შეთანხმების ის ნაწილი, რომელიც თავისუფალ ვაჭრობას შეეხება, საქართველოსთვისაც და მოლდავეთისთვისაც გარკვეული ხნით აამოქმედოს მანამდე, ვიდრე ევროკავშირის 28 ქვეყანა შეთანხმების რატიფიკაციას მოახდენს.
XS
SM
MD
LG