Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვენაში გრძელდება ირანის ბირთვულ პროგრამაზე მოლაპარაკება


ვენაში ირანის წარმომადგენლებისა „მსოფლიო ექვსეულის“ დიპლომატების შეხვედრა გრძელდება. ესაა ირანთან მუდმივ შეთანხმებაზე მოლაპარაკებების მნიშვნელოვანი - მეხუთე რაუნდი, რომელიც 21 ივნისამდე გასტანს. გაეროს უშიშროების საბჭოს ხუთ მუდმივ წევრსა და გერმანიას სურთ, რომ ირანმა შეამციროს ბირთვული პროგრამა და საერთაშორისო ინსპექტორებს მისცეს ბირთვული ობიექტების უკეთესად შემოწმების საშუალება. ირანი ესწრაფვის, რომ მოუხსნან ყველა საერთაშორისო სანქცია. ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკური ლიდერის, კეტრინ ეშტონის პრესმდივანმა, მაიკლ მანმა ჩვენი რადიოს კორესპონდენტს უთხრა, რომ მოლაპარაკებაზე ატმოსფერო საკმაოდ კარგია. მანს დეტალების გამხელა არ სურს, მაგრამ აცხადებს, რომ პროცესი სწორი მიმართულებით მიდის. მან იმედი გამოთქვა, რომ შეთანხმების მიღწევა ორივე მხარის სურვილს წარმოადგენს, ირანის პრეზიდენტმა ჰასან როჰანიმ 14 ივნისს განაცხადა, 20 ივლისამდე საბოლოო შეთანხმების მისაღწევად, დარჩენილი „უთანხმოებები შესაძლოა მოგვარდეს კეთილი ნებითა და მოქნილობით“.
XS
SM
MD
LG