Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინაში ევროპასთან რუსეთის დამაკავშირებელი გაზსადენი აფეთქდა


უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა, არსენ ავაკოვმა განაცხადა, რომ ოფიციალური პირები განიხილავენ გაზსადენზე აფეთქების სხვადასხვა მიზეზს, რომელთა შორის მთავარი ტერორიზმი ან საბოტაჟია. ავაკოვის თქმით, ადგილობრივ მცხოვრებთ მოესმათ ორი მცირე აფეთქების ხმა, სანამ არ მოხდებოდა მძლავრი აფეთქება, რომელმაც გაზსადენის ის მონაკვეთი დაანგრია. აფეთქება მოხდა გაზსადენზე, რომელიც რუსეთს ევროპასთან აკავშირებს. პოლტავის რეგიონის შინაგან საქმეთა განყოფილების ცნობით, 17 ივნისის აფეთქების დროს არავინ დაშავებული. რეგიონი ესაზღვრება ხარკოვის და დნეპროპეტროვსკის რეგიონებს და ახლოსაა დონეცკსა და ლუგანსკთან, სადაც კვირების განმავლობაში ებრძვის უკორაინის არმია პრორუსულ სეპარატისტებს. . ურენგოი-პომორი- უჟგოროდის მილსადენით წლიურად 29 მილიარდი კვადრატული მეტრი აირი მიეწოდება ჯერ უნგრეთს, შემდეგ კი ევროპის სახვა ქვეყნებს. უკრაინელ ოფიციალურ პირებს უჭირთ განსაზღვრონ, რამდენ ხანს იქნება გაზსადენი უმოქმედოდ.
XS
SM
MD
LG