Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლუგანსკთან სროლის შედეგად დაიღუპა "ვესტის" მეორე ჟურნალისტიც


რუსეთის სახელმწიფო ტელე-რადიო სამაუწყებლო კომპანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში „ვესტის“ გადამღები ჯგუფის მეორე წევრი ანტონ ვოლოშინიც დაიღუპა. აქამდე ის უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლებოდა. ჟურნალისტები ლუგანსკთან ნაღმდამშენის ცეცხლში მოხვდნენ. ანტონ ვოლოშინის გვამი სეპარატისტებმა სროლის ადგილას, დასახლება მეტალისტის განაპირას იპოვნეს. ის გადამღები ჯგუფის ოპერატორმა ვიკტორ დენისოვმა ამოიცნო. მანამდე, სამშაბათს ცნობილი გახდა „ვესტის“ ჟურნალისტ იგორ კორნელიუკის სიკვდილის ამბავი. ის ლუგანსკის საავადმყოფოში გარდაიცვალა, სადაც უმძიმესი ჭრილობებით მიიყვანეს. ოპერატორი ვიკტორ დენისოვი სროლის დროს არ დაშავებულა. ის კოლეგებისგან ას მეტრში იმყოფებოდა და იღებდა. დაღუპულების გვამებს ნათესავებს 18 ივნისს გადასცემენ. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა რუსეთის ორი ჟურნალისტის დაღუპვის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღძრა.
XS
SM
MD
LG