Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მეამბოხეებმა იერიში მიიტანეს ერაყის უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ საწარმოზე


ერაყში სუნიტმა ექსტრემისტებმა იერიში მიიტანეს ქვეყნის უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ საწარმოზე, რომელიც ბაღდადის ჩრდილოეთით, ბაიჯიში მდებარეობს. ამასობაში, მეზობელმა ირანმა პირობა დადო, რომ დაიცავს ერაყში შიიტი მუსლიმებისათვის წმინდა ადგილებს. ერაყში ექსტრემისტები, რომლებიც ალ-ყაიდის მოკავშირე ჯგუფის, „ერაყისა და ლევანტის ისლამური სახელმწიფოს“ წევრები არიან, წინ მიიწევენ ბაღდადისაკენ. ეს პროცესი შეშფოთებას იწვევს უცხოეთშიც და ერაყს უქმნის დაქუცმაცების საფრთხეს. ირანის პრეზიდენტ ჰასან როჰანის განცხადებით, თეირანი მიმართავს ყველა საჭირო ზომას, რათა ექსტრემისტებისაგან დაიცვას შიიტებისთვის წმინდა ადგილები ქერბალაში, ნაჯაფში, კადიმიასა და სამარაში. ერაყის შიიტი პრემიერ-მინისტრი ნური ალ-მალიკი 17 ივნისს სახელმწიფო ტელევიზიაში გამოვიდა სუნიტ და ქურთ ლიდერებთან ერთად, ერაყის ერთიანობისაკენ მოწოდებით.
XS
SM
MD
LG