სირიაში არმიის შვეულფრენებმა დაბომბეს იორდანიის საზღვართან მდებარე ლტოლვილთა ბანაკი, რის შედეგადაც დაიღუპა, სულ ცოტა, 12 და დაიჭრა შვიდი ადამიანი. ბანაკში მყოფებისა და ოპოზიციის განცხადებებით, დაღუპულებს შორის რამდენიმე ბავშვია. ბანაკი მდებარეობს სამხრეთ სირიაში, სოფელ შაჯარასთან, რომელიც სულ ორი კილომეტრით არის დაშორებული იორდანიის საზღვრიდან. ლტოლვილთა ამ ბანაკს თავს აფარებს ასობით ოჯახი, რომელიც ბოლო თვეებში გაექცა მეამბოხეებსა და სირიის ჯარებს შორის შეტაკებებს. სირიაში 2011 წლის მარტში სამოქალაქო ომის დაწყების შემდეგ შინიდან არის გაქცეული მილიონობით ადამიანი, ხოლო დაღუპულების რიცხვი, სავარაუდოდ, 160 000-ს აღემატება.
ყველაზე პოპულარული
1