Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სერგეი ლავროვი ბაქოში შეხვდა აზერბაიჯანელ კოლეგას


რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი 18 ივნისს ბაქოში შეხვდა აზერბაიჯანელ კოლეგა ელმარ მამადიაროვს. ორი მინისტრის განცხადებით, საუბრის თემები იყო ორმხრივი ურთიერთობის განვითარება, ვითარება მთიან ყარაბაღში და უკრაინის კრიზისი. ლავროვის განცხადებით, აზერბაიჯანი ოფიციალურად არ მიუწვევიათ საბაჟო კავშირში, ან ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში გასაწევრიანებლად, მაგრამ მოსკოვი მიესალმება ნებისმიერ პარტნიორს, რომელიც დაინტერესებულია ამ ორ გაერთიანებასთან თანამშრომლობით. ბაქოს ადრე ნათქვამი აქვს, რომ არ აპირებს რუსეთის ინიციატივით შექმნილ ამ ორ გაერთიანებაში შესვლას. ლავროვმა ბაქონში განაცხადა ასევე, რომ მთიანი ყარაბაღის მოუგვარებელი კონლიქტი არ მოახდენს გავლენას ევრაზიული ინტეგრაციის პროცესზე, რომელშიც მონაწილეობენ რუსეთი, ყაზახეთი და ბელორუსია და რომელსაც მალე შეუერთდება სომხეთი.
XS
SM
MD
LG