Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაერო - 7 მაისის შემდეგ უკრაინაში მოკლეს სულ ცოტა 356 ადამიანი


გაეროს მეთვალყურეები აცხადებენ, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში სტაბილურად მატულობს პრო-რუსულად განწყობილი ჯგუფების მიერ განხორციელებული მკვლელობების, წამებისა და ადამიანების გატაცების რაოდენობა. გაეროს გენერალური მდივნის თანაშემწემ ადამიანის უფლებების საკითხებში ივან სიმონოვიჩმა განაცხადა, რომ უკრაინის აღმოსავლეთში „უკანონობის კლიმატმა დაისადგურა“. გაეროს ანგარიშის თანახმად, 7 მაისის შემდეგ სულ ცოტა 356 ადამიანია მოკლული, მათ შორის - 257 მშვიდობიანი მოქალაქე. ანგარიშში აღნიშნულია, რომ ნაწამები იყო 200-ზე მეტი ადამიანი. გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესმა კომისარმა ნავი პილაიმ განაცხადა, რომ „დაუცველმა და საშიშმა გარემომ“ დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების 34 ათასი მცხოვრები დევნილად აქცია.
XS
SM
MD
LG