Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სომხეთის პრეზიდენტმა დაასრულა ოფიციალური ვიზიტი საქართველოში


საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და მთავრობის წევრებმა სამუშაო საუზმეზე უმასპინძლეს სომხეთის პრეზიდენტს სერჟ სარგსიანს და მის თანმხლებ სამთავრობო დელეგაციას. დღესვე საქართველოს და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა მაია ფანჯიკიძემ და ედვარდ ნალბანდიანმა ხელი მოაწერეს ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის და საიდუმლო ინფორმაციის გაცვლისა და დაცვის შეთანხმებებს. სომხეთის პრეზიდენტმა და სამთავრობო დელეგაციამ თბილისში ოფიციალურ ვიზიტი დღეს დაასრულეს. 18 ივნისს სერჟ სარგსიანი პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს და პარლამენტის თავმჯდომარეს დავით უსუფაშვილს შეხვდა.
XS
SM
MD
LG