Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყში გრძელდება ბრძოლა ბაჯის ნავთობგადადამუშავებელი საწარმოსათვის


გავრცელებული ცნობებით, ერაყში 20 ივნისსაც გაგრძელდა ბრძოლა უსაფრთხოების ძალებსა და სუნიტ მეამბოხეებს შორის ქვეყნის უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ საწარმოზე კონტროლის დასამყარებლად. საწარმო ბაღდადიდან ჩრდილოეთით, დაახლოებით 200 კილომეტრის მოშორებით, ქალაქ ბაჯიში მდებარეობს. მეამბოხეთა ჯგუფმა, სახელად „ერაყისა და ლევანტის ისლამური სახელმწიფო“, ობიექტი ხელთ იგდო გასულ კვირაში. აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ 19 ივნისს ვაშინგტონში განაცხადა, რომ 300 ამერიკელი სამხედრო მრჩეველი ჩავა ერაყში ხელისუფლების დასახმარებლად. თუმცა, აშშ-ი აცხადებს, რომ ერაყში საბრძოლველად სახმელეთო ქვედანაყოფების გაგზავნას არ გეგმავს. მანამდე ერაყის მთავრობამ, რომელიც უპირატესად შიიტი პოლიტიკოსებითაა დაკომპლექტებული, შეიარაღებული სუნიტების პოზიციებზე ვაშინგტონს საავიაციო დარტყმების განხორციელება სთხოვა. თუმცა, როგორც ბარაკ ობამამ განაცხადა, ის მზად არის „წერტილოვანი“ დარტყმას განხორციელების ბრძანება გასცეს მაშინ, როცა ამის საჭიროება იქნება. ამასთან, ობამა დაჟინებით იმეორებს, რომ სამხედრო გზით პრობლემის მოგვარება შეუძლებელია და ერაყში ყველა ძალის მონაწილეობით მთავრობის ფორმირების მოწოდებით გამოდის.
XS
SM
MD
LG