Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რომის პაპმა მაფია დაგმო, როგორც „ბოროტება“


რომის პაპმა, ფრანცისკემ ღვთისმსახურების დროს, 21 ივნისს სამხრეთ იტალიაში, კალაბრიაში, დაგმო ორგანიზებული დანაშაული. სიბარიში, ღია ცის ქვეშ გამართული მესის დროს, ფრანცისკემ თქვა, ისინი, ვინც დაბლა ბოროტების გზას გაუდგება, როგორც ამას მაფიოზები აკეთებენ, არ იქნებიან ნაზიარები ღმერთის მიერ, ისინი ეკლესიისგან განდევნილი არიანო. კალაბრიის მაფია, „ნდრანგეტა“, ერთ-ერთი გავლენიანი დამნაშავეობრივი გაერთიანებაა მსოფლიოში.
XS
SM
MD
LG