Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სირიაში 10 ჯარისკაცი შეიწირა ისრაელის საჰაერო იერიშმა


სირიიდან იუწყებიან, რომ 23 ივნისს, სულ ცოტა, 10 სირიელი ჯარისკაცი დაიღუპა ისრაელის საჰაერო თავდასხმის შედეგად. თავდასხმა მოეწყო სამხრეთ-დასავლეთ სირიაში, გოლანის მაღლობებთან. ლონდონში დაფუძნებულ ორგანიზაცია „სირიის ადამიანის უფლებათა ობსერვატორიის“ ცნობით, ისრაელმა ცხრა საჰაერო დარტყმა განახორციელა სირიის შვიდი სამხედრო ობიექტის წინააღმდეგ. ისრაელის განმარტებით, იერიში იყო საპასუხო ზომა მას შემდეგ, რაც გოლანის მაღლობების ტერიტორიაზე, რომელსაც ისრაელი აკონტროლებს, სირიელმა სამხედროებმა თავდასხმა მოაწყეს სამოქალაქო ავტომანქანაზე და დაიღუპა ისრაელელი მოზარდი. ისრაელმა 1967 წელს დაიპყრო გოლანის მაღლობები, რის შემდეგაც ეს ტერიტორია ოკუპირებული აქვს.
XS
SM
MD
LG