Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სასამართლომ არაკონსტიტუციურად მიიჩნია მიწების გაყიდვაზე დაწესებული მორატორიუმი


საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად მიიჩნია უცხოელებისთვის საქართველოში მიწის ფლობაზე დაწესებული მორატორიუმი. სასამართლომ დააკმაყოფილა ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ სარჩელი „მათიას ჰუტერი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ". უცხოელებისთვის სასოფლო-სამეურნეო მიწის ფლობაზე მორატორიუმი ამოქმედდა 2013 წლის ივლისში, მას შემდეგ, რაც ინიციატივა პარლამენტმა დაამტკიცა. „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ: „საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ სასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწების შეძენაზე საქართველოს პარლამენტის მიერ 2014 წლის 31 დეკემბრამდე გამოცხადებული მორატორიუმი (დროებითი აკრძალვა), რადგან იგი ეწინააღმდეგებოდა საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლს, რომლის მიხედვითაც საკუთრების და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და ხელშეუვალია, ასევე, დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება.“

XS
SM
MD
LG