Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანელი სამხედროები ქვეყნის სამხრეთში თალიბანის შეტევას იგერიებენ


ავღანეთის ოფიციალური პირების განცხადებით, ქვეყნის სამხრეთში თალიბანის 800-ზე მეტმა მებრძოლმა წამოიწყო შეტევა, რასაც ხუთი დღის განმავლობაში სულ მცირე 35 სამოქალაქო პირი შეეწირა. ოფიციალური პირების ცნობით, ჰელმანდის პროვინციის სანგინის რეგიონში, რომელიც პაკისტანს ესაზღვრება, შეტაკებებში დაიღუპა თალიბანის 100-მდე მებრძოლი და სულ მცირე 21 ჯარისკაცი. მსხვერპლის მონაცემის დამოუკიდებლად გადამოწმება არ ხერხდება. იუწყებიან, რომ სანგინის, ნოვზადის, კაჯიკისა და მუსა ქალას რეგიონებში მთავრობა დამატებით ძალებს გზავნის შეტევის მოსაგერიებლად. ეს რეგიონები 2000-ზე მეტმა ოჯახმა დატოვა ძალადობის გამო. სანგინის რეგიონიდან აშშ-ის სამხედროთა ბოლო ნაწილი გასულ თვეში გამოვიდა და მათ თავიანთი ბაზები ავღანეთის უსაფრთხოების ძალებს გადააბარეს.

XS
SM
MD
LG