Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამერიკის ფედერალურმა სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო „ნოუ ფლაი ლისტი“


ამერიკის ფედერატულმა სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო ე.წ „ნოუ ფლაი ლისტი“, რომელიც 2003 წელს ტერორიზმთან ბრძოლის ფარგლებში შეიქმნა. სია შეიცავს იმ პირების ჩამონათვალს, რომლებსაც ეკრძალებათ ფრენა შეერთებულ შტატებში და ასევე ქვეყნის ტერიტორიაზე კომერციული ავიახაზების მომსახურებით სარგებლობა. ამ სიის ჩამონათვალშია 13 ამერიკელი მუსულმანი. სიის 13-მა წევრმა და ასევე ოთხმა ამერიკელმა სამხედრომ სასამართლოს მას შემდეგ მიმართა, რაც მათ ყოველგვარი წინასწარი გაფრთხილების გარეშე, თვითმფრინავში ასვლის უფლება არ მისცეს მიუხედავად იმისა, რომ მგზავრებს ბილეთები ჰქონდათ. აშშ-ის იუსტიციის სამინისტროს ჯერ არ გაუკეთებია სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ კომენტარი. ისინი ამბობენ, რომ ისინი სასამართლო გადაწყვეტილებას დეტალურად სწავლობენ.

XS
SM
MD
LG