Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთის პრეზიდენტი "უცხოეთის ინტერესებს" ხედავს ჰელმანდში თალიბანის იერიშის უკან


ავღანეთის პრეზიდენტი ჰამიდ კარზაი აცხადებს, რომ „უცხოეთის ინტერესები“ დგას ჰელმანდის პროვინციაში თალიბანის თავდასხმითი ოპერაციის უკან. სხვა ავღანელი ოფიციალური პირები ბრალდებას პირდაპირ პაკისტანის უშიშროების სამსახურს უყენებენ. ჰელმანდის გუბერნატორის პრესმდივანმა ჩვენს რადიოს 26 ივნისს უთხრა, რომ ავღანეთის დაზვერვის, ისევე როგორც შინიდან გაქცეული სამოქალაქო პირების თქმით, მათ ნახეს პაკისტანელები, რომლებიც თალიბების რიგებში იბრძვიან. ავღანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესმდივნის, ნაჯიბ დანიშის მონაცემებით, ბრძოლაში მონაწილე ექსტრემისტების უმრავლეობას შეადგენენ პაკისტანელი სამხედრო მოსამსახურეები, ან პაკისტანელი შეიარაღებული პირები, რომლებიც თალიბანის შავი დოლბანდებით დადიან. ავღანელმა ოფიციალურმა პირებმა 25 ივნისს გამოაცხადეს, რომ 800-ზე მეტმა ექსტრემისტმა 20 ივნისს წამოიწყო იერიში ჰელმანდის პროვინციაში - მის რაიონში, რომლიდანაც ბოლოხანს გავიდნენ ამერიკელი სამხედროები.

XS
SM
MD
LG