რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის მრჩეველი სერგეი გლაზიევი, უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს ნაცისტს უწოდებს. მან ეს განცხადება უკრაინასა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერამდე რამდენიმე საათით ადრე გააკეთა: „ევროპა ცდილობს აიძულოს უკრაინა ხელი მოაწეროს ამ დოკუმენტს. მათ გაუკეთეს ორგანიზება უკრაინაში გადატრიალებას, ისინი დაეხმარნენ ნაცისტებს მოსულიყვნენ ხელისუფლებაში. ეს ნაცისტური ორგანიზაცია უკრაინის უდიდეს რეგიონს ბომბავს“, - განაცხადა გლაზიევმა „ბიბისისათის“ მიცემულ ინტერვიუში. „მე ვფიქრობ, რომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ, ევროპული საზოგადოება გაოცებული დარჩება, როცა ეს ფრანკენშტეინი, დაბადებული ევრობიუროკრატებისა და ზოგიერთი პოლიტიკოსის მიერ, მათ კარზე დააკაკუნებს“, - დაამატა რუსეთის პრეზიდენტის მრჩეველმა. მისივე სიტყვებით, პოროშენკოს გადაწყვეტილება მოახდინოს დოკუმენტის რატიფიცირება არალეგიტიმურია. დღეს ბრიუსელში, ევროკავშირის სამიტზე, უკრაინასა და ევროკავშირს შორის ხელი მოეწერება შეთანხმებას ევროკავშირთან ასოცირებისა და თავისუფალი ვაჭრობის შესახებ.