Accessibility links

დღეს თბილისში გაიმართება საზეიმო კონცერტი


ასოცირების შეთანხმების ხელმოწერის გამო დღეს საღამოს თბილისში გაიმართება საზეიმო კონცერტი. ევროპის მოედნიდან ქვეყნის მოქალაქეებს მიმართავენ პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და ბრიუსელიდან დაბრუნებული პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი. კონცერტი 20 საათსა და 30 წუთზე დაიწყება. ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერის აღსანიშნავად საქართველოს მთავრობა ქვეყანაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისთვის საზეიმო მიღებას 28 ივნისს, ბათუმში გამართავს.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG