Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აღმოსავლეთ უკრაინაში გაათავისუფლეს ეუთოს დამკვირვებლები


აღმოსავლეთ უკრაინაში გაათავისუფლეს ეუთოს ოთხი დამკვირვებელი, რომლებიც მაისში გაიტაცეს პრორუსულად განწყობილმა შეიარაღებულმა პირებმა. დონეცკის რეგიონში რუსეთის მომხრე სეპარატისტების ლიდერმა განაცხადა, რომ ოთხივე დამკვირვებელი ქალაქ დონეცკის ერთ-ერთ სასტუმროშია მიყვანილი. ალექსანდრ ბოროდაის თქმით, ოთხი დამკვირვებელი მეზობელ ლუგანსკის რეგიონში ჰყავდა ტყვედ აყვანილი მეამბოხეთა ლიდერს. ეუთოს წარმომადგენელმა კიევში დაადასტურა, რომ ოთხი დამკვირვებელი გათავისუფლებულია და დასძინა, რომ ისინი „31 დღის განმავლობაში“ იყვნენ დაკარგული. ამასთან, მარკ ეთერინგტონმა გამოხატა შეშფოთება ეუთოს კიდევ ოთხი დამკვირვებლის ბედის გამო, რომლებიც, გავრცელებული ცნობებით, აღმოსავლეთ უკრაინაში 29 მაისს დააკავეს პრორუსულად განწყობილმა სეპარატისტებმა.

XS
SM
MD
LG