Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქაბულში ათასობით მოქალაქემ აქციით დაუჭირა მხარი არჩევნების გაყალბების შესახებ ბრალდებებს


ქაბულში ათასობით მოქალაქემ მიიღო მონაწილეობა საპროტესტო აქციაში, რომელიც გაიმართა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შედეგების გაყალბების შესახებ ბრალდებების მხარდასაჭერად. ბრალდებას ორიდან ერთი კანდიდატი, აბდულა აბდულა გამოთქვამს. აქციები ქაბულის რამდენიმე ადგილას გაიმართა. ყველაზე მასშტაბური დემონსტრაცია პრეზიდენტის სასახლის წინ მოეწყო. დემონსტრანტები სკანდირებდნენ „სიკვდილი გაყალბებას“ და „სიკვდილი [პრეზიდენტობის კანდიდატ] აშრაფ ღანისო“. აქციებზე თავად აბდულაც მივიდა, ვიცე-პრეზიდენტობის ორ კანდიდატთან ერთად. აქციები ერთი კვირის წინ დაიწყო და ჯერჯერობით ძირითადად მშვიდობიან ხასიათს ატარებს. პარალელურად, 26 ივნისს ღანიმ ჟურნალისტებს მიაწოდა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შედეგები და განაცხადა, რომ მან 4,2 მილიონი ხმა მოიპოვა, მაშინ, როცა აბდულას 2,9 მილიონი ხმა ერგო. პირველადი ოფიციალური შედეგები 2 ივლისს უნდა გამოქვეყნდეს, საბოლოო შედეგებს კი 22 ივლისს გამოაცხადებენ.

XS
SM
MD
LG