ევროკავშირის ლიდერებმა გადაწყვიტეს არ დაუწესონ სანქციები რუსეთს ბრიუსელში 27 ივნისს მიმდინარე სამიტზე და ამის ნაცვლად ჩამოაყალიბეს ის ნაბიჯები, რომელთა გადადგმასაც მოსკოვისგან უახლოესი 72 საათის ვადაში მოელიან უკრაინის კრიზისთან მიმართებით. მოთხოვნები, რომლებიც ევროკავშირის განცხადებაშია ჩამოყალიბებული, მოიცავს შეთანხმებას ზავის და საზღვრის ეფექტიანი კონტროლის შემოწმების მექანიზმზე, რომელსაც ეუთო გაუწევს მეთვალყურეობას; სამი საკონტროლო-გამშვები პუნქტის უკრაინის ხელისუფლებისთვის დაბრუნებას; მძევლების, მათ შორის ეუთოს ყველა დამკვირვებლის გათავისუფლებას და უკრაინის პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს სამშვიდობო გეგმის განხორციელების თაობაზე არსებითი მოლაპარაკების დაწყებას. ევროკავშირი აცხადებს, რომ 30 ივნისს განიხილავს დამატებითი ზომების გატარების საჭიროებას.
ყველაზე პოპულარული
1