Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყის არმია ავიაციის მხარდაჭერით ატარებს მსხვილ ოპერაციას ისლამისტების ალყაში მოსაქცევად


ერაყის არმია ავიაციის მხარდაჭერით ატარებს მსხვილ ოპერაციას ისლამისტების ალყაში მოსაქცევად, რომლებიც ბაღდადის ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ თიქრითს აკონტროლებენ. დაჯგუფება „ერაყისა და ლევანტის ისლამური სახელმწიფოს“ შეიარაღებულმა რაზმებმა ივნისის დამდეგს ჩაიგდეს ხელთ თიქრითი, რომელშიც 30 ათასამდე ადამიანი ცხოვრობს. ერაყის არმიის ხელმძღვანელობის თანახმად, ოპერაციამ შაბათ დილით მიიღო ფართო მასშტაბი. 26 ივნისს თიქრითის უნივერსიტეტის კამპუსის ტერიტორიაზე დესტანტი გადასხეს, რასაც ექსტრემისტებთან შეტაკებები მოჰყვა. აშშ-მა უკანასკნელ დღეებში უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენება დაიწყო ბაღდადის თავზე ცის კონტროლისთვის. პენტაგონის თანახმად, ეს აპარატები განკუთვნილია ამერიკის სამხედრო მოსამსახურეთა დასაცავად, რომლებიც ერაყში ჩავიდნენ ვითარების შესაფასებლად.

XS
SM
MD
LG