Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოროშენკო: უკრაინის მთავრობა 72 საათით გაახანგრძლივებს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას


უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ განაცხადა, რომ მისი მთავრობა 72 საათით გაახანგრძლივებს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას აღმოსავლეთ უკრაინაში. ეს განცხადება პარასკევს ღამით გაკეთდა პოროშენკოსა და უკრაინის თავდაცვის უწყების წარმომადგენელთა შეხვედრის შემდეგ. ზავი გაგრძელდა 30 ივნისის 22 საათამდე ადგილობრივი დროით. მანამდე აღმოსავლეთ უკრაინაში პრორუსულად განწყობილმა სეპარატისტებმა გამოთქვეს სურვილი, დაემორჩილონ გაგრძელებულ ზავს. 27 ივნისს ბრიუსელში ევროკავშირის ლიდერები რუსეთს ახალი სანქციებით დაემუქრნენ, თუკი აღმოსავლეთ უკრაინაში არ მოხდება დაძაბულობის შესუსტება 30 ივნისამდე.

XS
SM
MD
LG