Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლუგანსკში სეპარატისტებმა ეუთოს უკანასკნელი ოთხი მეთვალყურე გაათავისუფლეს


უკრაინაში, ლუგანსკის ოლქში გაათავისუფლეს სეპარატისტების მიერ მოტაცებული ეუთოს უკანასკნელი ოთხი მეთვალყურე. ამის შესახებ უკრაინაში ეუთოს მისია იტყობინება. მეთვალყურეთა პირველი ჯგუფი 26 ივნისს ღამით გაათავისუფლეს. საერთაშორისო მეთვალყურეთა გათავისუფლებას ითხოვდნენ როგორც უკრაინა, ისე რუსეთი და დასავლეთის ქვეყნები. საერთაშორისო მეთვალყურეთა განთავისუფლება იყო უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს სამშვიდობო გეგმის ერთ-ერთი პირობა. ეუთოს მეთვალყურეები მაისის ბოლოს ჩაიგდეს ხელთ სეპარატისტებმა დონეცკის ოლქში.

XS
SM
MD
LG