Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ინდოეთში ცხრა ადამიანი დაიღუპა შენობის დანგრევის შედეგად


ინდოეთში ცხრა ადამიანი დაიღუპა 11-სართულიანი მშენებარე სახლის დანგრევის შედეგად. შიშობენ, რომ ნანგრევებშია მოყოლილი 25 ადამიანი. ინციდენტი მოხდა სამხრეთში მდებარე ქალაქ ჩენაიში, ძლიერი წვიმის დროს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მაშველებმა შეძლეს ნანგრევებიდან, სულ ცოტა, 27 კაცის გამოყვანა. მსხვერპლის უმრავლესობა მშენებლობაზე დასაქმებული პირები არიან. პოლიციის ცნობით, დაკავებულია შენობის პროექტზე პასუხისმგებელი ორი პირი.

XS
SM
MD
LG