Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისში იმართება ამერიკელი კანონმდებლების ვიზიტი


საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კვირას შეხვდნენ თბილისში ვიზიტად მყოფ ამერიკელ კანონმდებლებს. ექვსკაციან დელეგაციას სენატორი ბენ კარდინი ხელმძღვანელობს. საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფიციალურ ვებსაიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, მხარეებმა ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობაზე. საუბარი შეეხო ასევე ევროკავშირთან ხელმოწერილ ასოცირების ხელშეკრულებას. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მადლიერება გამოხატა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ევროინტეგრაციის პროცესებისადმი ამერიკის შეერთებული შტატების მტკიცე მხარდაჭერისთვის.

XS
SM
MD
LG