Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისში იმყოფება შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი


თბილისში ვიზიტს იწყებს შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კარლ ბილდტი. დღეს ის საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს მაია ფანჯიკიძეს შეხვდება და მასთან ერთად პრესკონფერენციას გამართავს. თბილისის შემდეგ შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კიშინიოვსა და კიევს ეწვევა. ვიზიტამდე კარლ ბილდტმა განაცხადა, საქართველოში, მოლდავეთსა და უკრაინაში შეხვედრებისას განიხილავს ასოცირების შეთანხმების ხელმოწერის შემდგომ გამოწვევებს. სამმა ქვეყანამ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას ხელი 27 ივნისს, ბრიუსელში მოაწერა.

XS
SM
MD
LG