Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყის ჯარები განაგრძობენ იერიშს მეამბოხეების წინააღმდეგ


ერაყის ჯარები განაგრძობენ კონტრიერიშს სუნიტი მეამბოხეების მიერ დაპყრობილი ქალაქის, თიქრითის ასაღებად მას შემდეგაც, რაც სუნიტმა მეამბოხეებმა „ხალიფატი“ გამოაცხადეს ერაყსა და სირიაში დაპყრობილ ტერიტორიებზე. 29 ივნისს არმიის ვერტმფრენებმა იერიში მიიტანეს მეამბოხეების პოზიციებზე და შეტაკებებმა იფეთქა თიქრითის რამდენიმე რაიონში. ალ-ყაიდის მოკავშირე ჯგუფმა „ერაყისა და ლევანტის ისლამურმა სახელმწიფომ“ მიმდინარე თვეში დაიპყრო თიქრითი, როცა თავდასხმით ოპერაციას ახორციელებდა ჩრდილოეთ და დასავლეთ ერაყში. „ერაყისა და ლევანტის ისლამურმა სახელმწიფომ“ 29 ივნისს გამოაცხადა „ხალიფატი“ - ანუ ისლამური სახელმწიფო, რომელიც გადაშლილია ჩრდილოეთ სირიაში მდებარე ალეპოდან ერაყში მდებარე დიალამდე. აუდიომიმართვაში, რომელიც ინტერნეტით გავრცელდა, "ერაყის და ლევანტის ისლამური სახელმწიფო" აცხადებს, რომ სახელწოდება შეიცვალა და ახლა "ისლამური სახელმწიფო" დაირქვა. მისი ხელმძღვანელი, აბუ ბაქრ ალ-ბაღდადი "ხალიფად" და ყველა მუსლიმის ლიდერად გამოცხადდა.

XS
SM
MD
LG