Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

წინასწარი შედეგებით, რვა ოლქში გამარჯვება შეინარჩუნა „ქართულმა ოცნებამ“


საქართველოს 9 საარჩევნო ოლქის 14 უბანზე კვირას ჩატარებული განმეორებითი კენჭისყრის წინასწარი შედეგებით, 8 ოლქში გამარჯვება „ქართულმა ოცნებამ“ შეინარჩუნა, ერთში კი ნაციონალურმა მოძრაობამ. რაც შეეხება კონკრეტულად იმ უბნებს, სადაც 29 ივნისს განმეორებითი კენჭისყრა გაიმართა, მარნეულის, თეთრიწყაროს, ახალქალქის, ზუგდიდის და ქობულეთის 6 საარჩევნო უბანზე ყველაზე მეტი ხმა „ქართული ოცნების“ კანდიდატებმა მიიღეს, დუშეთის, ტყიბულის, ხონის და ბათუმის უბნებზე კი დამოუკიდებელმა კანდიდატმა და „ნინო ბურჯანაძე - ერთიანი ოპოზიციის“ და ნაციონალური მოძრაობის კანდიდატებმა. ამ შედეგების მიუხედავად ოპოზიციის, კერძოდ ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი მთლიანი ოლქის მონაცემების თანახმად, მხოლოდ ხონის საარჩევნო ოლქში ლიდერობს.

XS
SM
MD
LG