Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანმა წამოიწყო სახმელეთო იერიში ექსტრემისტების წინააღმდეგ


პაკისტანმა წამოიწყო სახმელეთო იერიში თალიბანის პოზიციებზე ჩრდილოეთ ვაზირისტანის რეგიონში, რომელიც ავღანეთთან საზღვრის მახლობლად მდებარეობს. პაკისტანის არმიამ 30 ივნისს გამოაცხადა, რომ დაიწყო ექსტრემისტების შენობებში ძებნა მირანშაჰში - ჩრდილოეთ ვაზირისტანის ადმინისტრაციულ ცენტრში. სამხედრო წყაროების ცნობით, ოპერაცია დაიწყო რეგიონიდან თითქმის ნახევარი მილიონი მოსახლის ევაკუაციის შემდეგ. როგორც იუწყებიან, სახმელეთო ოპერაციის საწყის ეტაპზე მოკლეს 15 ექსტრემისტი. ეს ოპერაცია მოჰყვა ორი კვირის წინ დაწყებულ საჰაერო დარტყმებსა და ექსტრემისტების პოზიციების დაბომბვას. პაკისტანის პრემიერ-მინისტრმა ნავაზ შარიფმა იერიშს უწოდა „მშვიდობისა და სიმშვიდის პერიოდის დასაწყისი“, თუმცა, თალიბანი საპასუხო დარტყმებით იმუქრება.

XS
SM
MD
LG