Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიგი უგულავას ბრალად ედება სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი თანხების გაფლანგვა


საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა გიგი უგულავა, "სამხურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით, სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი დიდი ოდენობის თანხების გაფლანგვის" ბრალდების საფუძველზე. ბრალდება უკავშირდება "სი-თი პარკსა" და თბილისის მერიას შორის 2007 წელს გაფორმებულ ხელშეკრულებას. უგულავას ბრალი დღეს წარუდგინეს, თუმცა ის არ დაუკავებიათ. საგამოძიებო სამსახურის დატოვების შემდეგ, უგულავამ ბრალდებას „აბსურდული“ უწოდა და განაცხადა ასევე, რომ მის საქმეში ერთ-ერთი მთავარი მოწმეა კობა ბექაური. "თბილისის მერმა - გიორგი უგულავამ, ცენტრალური ბიუჯეტის განზრახ იგნორირებით, კანონთან შეუსაბამო ბრძანების საფუძველზე შპს ,,სი-თი პარკისთვის" დამატებითი შეღავათების დაწესებით, კომპანიის სასარგებლოდ მთლიანობაში გაფლანგა სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხა - 1 086 718 ლარის ოდენობით", - აცხადებენ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში. გიგი უგულავას დაკითხვის გამო დღეს 17:30-ზე ნაციონალური მოძრაობა თბილისში, მთავრობის ადმინისტრაციასთან გამართავს აქციას სახელწოდებით "ევროპაში – პოლიტიკური დევნის გარეშე."

XS
SM
MD
LG