Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთის არმიამ აღადგინა კონტროლი ჰელმანდის პროვინციაზე


ავღანელი ოფიციალური პირების ცნობით, არმიამ სრული კონტროლი დაამყარა ჰელმანდის პროვინციის ბოლო ოთხ რაიონზეც, გასულ კვირაში ამ პროვინციაში თალიბანის ფართომასშტაბიანი იერიშის შემდეგ. სამხრეთში მდებარე ჰელმანდის პროვინციის სანგინის რაიონის მმართველმა, სულიმან შაჰმა რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ რაიონს ისევ მთავრობა აკონტროლებს. ჰელმანდის კიდევ სამი რაიონიდან უკვე განდევნილი არიან ექსტრემისტები. დამოუკიდებელი წყაროები ჯერ ვერ ახერხებენ მსხვერპლის შესახებ ინფორმაციის შემოწმებას. თალიბანმა 20 ივნისს წამოიწყო თავდასხმითი ოპერაცია ჰელმანდში, იმ ტერიტორიაზე კონტროლის აღსადგენად, რომელიც ბოლოხანს დატოვეს ამერიკელმა სამხედროებმა. ავღანელი ოფიციალური პირების შეფასებით, ოპერაციაში მონაწილეობდა 800-ზე მეტი ექსტრემისტი.

XS
SM
MD
LG