Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სოხუმი: აფხაზეთს არა აქვს „არანაირი კავშირი“ ქართულ-ევროპულ დღის წესრიგთან


აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკის განცხადებით, აფხაზეთს „არანაირი კავშირი“ არა აქვს ქართულ-ევროპულ დღის წესრიგთან. ამის შესახებ ნათქვამია დე-ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში, რომელიც მოჰყვა საქართველოს მიერ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების გაფორმებას. განცხადებაში გამოთქმული ვარაუდით, თბილისსა და ბრიუსელს შორის პარტნიორობის გაღრმავება არ მოახდენს არსებით გავლენას აფხაზეთის ეკონომიკურ და პოლიტიკურ უსაფრთხოებაზე. მაგრამ დე-ფაქტო რესპუბლიკის საგარეო უწყების შეფასებით, სამხრეთ კავკასიაში „დასავლეთის გეოპოლიტიკურმა ყოფნამ და რეგიონში დასავლეთის გავლენის საზღვარზე აფხაზეთის, როგორც რუსეთის მოკავშირის მდებარეობამ“ შესაძლოა აფხაზეთისათვის საჭირო გახადოს დამატებითი ძალისხმევა რუსეთთან სტრატეგიული პარტნიორობის გასაძლიერებლად. ამ კონტექსტში განცხადებაში ნახსენებია რუსეთთან სამხედრო-სტრატეგიული პარტნიორობის გაძლიერების შესაძლებლობა.

XS
SM
MD
LG