Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინი: დასავლეთი უკრაინას რეგიონში დესტაბილიზაციისთვის იყენებს


რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა დასავლეთი დაადანაშაულა უკრაინის კრიზისის გამოყენების მცდელობაში მთელი რეგიონის დესტაბილიზაციის მიზნით. საგარეო საქმეთა სამინისტროში რუსეთის ელჩების შეხვედრაზე გამოსვლისას პუტინმა განაცხადა: „დასავლეთის მიერ უკრაინაში პროვოცირებული მოვლენები წარმოადგენს რუსეთის მიმართ გატარებული შეკავების პოლიტიკის კონცენტრირებულ მანიფესტაციასო“. ამასთან, პუტინმა დასძინა, რომ „რუსეთი გააგრძელებს უცხოეთში მცხოვრები ეთნიკური რუსების დაცვას, მათ შორის პოლიტიკური, ეკონომიკური და ჰუმანიტარული საშუალებებით“. უკრაინის პრეზიდენტზე, პეტრო პოროშენკოზე საუბრისას პუტინმა თქვა, რუსეთმა და ევროპელმა პარტნიორებმა ის ვერ დაარწმუნეს არ შემდგარიყო ძალადობის გზაზეო. პუტინის თქმით, პოროშენკომ „დაიკისრა პასუხისმგებლობა უკრაინაში საბრძოლო მოქმედებების გავრცელებაზე“, როცა 30 ივნისს გვიან ღამით გადაწყვიტა არ გაეგრძელებინა ათდღიანი ზავი აღმოსავლეთში მოქმედ, პრო-რუსულად განწყობილ სეპარატისტებთან მიმართებითო.

XS
SM
MD
LG