მთავარი პროკურატურა ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერისთვის, გიგი უგულავასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს შეფარდებას მოითხოვს. ამ შინაარსის განცხადებით გამოვიდა მთავარი პროკურორის მოადგილე ირაკლი შოთაძე, საარჩევნო საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ. სააგენტო „ინტერპრესნიუსის“ ცნობით, პროკურატურამ უკვე მიმართა სასამართლოს შესაბამისი შუამდგომლობით. გიგი უგულავას ბრალი 30 ივნისს წარედგინა. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური მას ადანაშაულებს "სამხურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით, სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი დიდი ოდენობის თანხების გაფლანგვაში". საქმე ეხება კომპანია „სიტი პარკსა“ და თბილისის მერიას შორის 2007 წელს გაფორმებულ ხელშეკრულებას.
ყველაზე პოპულარული
1