Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დააკავეს გიგი უგულავა


ნაციონალური მოძრაობის შტაბის ხელმძღვანელი გიგი უგულავა დაკავებულია. ის სამართალადმცველებმა გამთენიისას თბილისის აეროპორტში, კიევში გამგზავრების წინ დააკავეს. ფინანსური პოლიციის წარმომადგენლებმა დედაქალაქის უფლებაშეჩერებულ მერს ხელბორკილი აეროპორტშივე დაადეს და საზღვრის გადაკვეთის უფლება არ მისცეს. ამ დროისთვის გიგი უგულავა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიდან ე.წ. მოდულის შენობაშია გადაყვანილი. დაკავების დროს გიგი უგულავასთან ერთად ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია და მისი ადვოკატი იმყოფებოდნენ: „აქამდე ვთამაშობდით დამალობანას, ახლა ვითამაშებთ დაჭერობანას. მერე ისევ დავუბრუნდებით დამალობანას, მერე ისევ დაჭერობანას. სხვა გზა არ აქვთ და მაკავებენ“, - თქვა გიგი უგულავამ დაკავებისას. გიგი უგულავას დაკავებამდე რამდენიმე საათით ადრე გავრცელდა ინფორმაცია 4 ივლისს, მისი ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში დაბარების შესახებ. როგორც "ინტერპრესნიუსს" საგამოძიებო სამსახურიდან აცნობეს, უგულავა საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებებში მონაწილეობის მიღების მიზნით იყო დაბარებული.

XS
SM
MD
LG