Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ უსაფრთხოების ზომებს აძლიერებს საერთაშორისო აეროპორტებში


უახლოეს დღეებში იქნება მიღებული დამატებითი უსაფრთხოების ზომები რიგ საერთაშორისო აეროპორტებში, საიდანაც ხორციელდება პირდაპირი ფრენა ამერიკის შეერთებულ შტატების მიმართულებით. ამის შესახებ განაცხადა აშშ-ის შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, თუმცა მას არ დაუკონკრეტებია რომელი ქვეყნები და რომელი აეროპორტები აღიჭურვებიან უსაფრთხოების დამატებითი ზომებით. ეს ზომები მიღებულ იქნა გავრცელებული ინფორმაციის საპასუხოდ, რომლის მიხედვითაც, ტერორისტები მუშაობენ ახალ და გაცილებით დახვეწილ ასაფეთქებელ მოწყობილობებზე, რომლის აღმოჩენაც ახლანდელი აღჭურვილობით შეუძლებელია: „ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რომ დამატებითმა უსაფრთხოების ზომებმა დისკომფორტი არ შეუქმნას მგზავრებს“, - განაცხადა სამინისტროს წარმომადგენელმა. ჯერჯერობით უცნობია თუ რა დამატებითი უსაფრთოების ზომები იქნება მიღებული. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ეს ზომები არ აისახება მგზავრების ხელბარგზე.

XS
SM
MD
LG