Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტრასბურგის სასამართლო: რუსეთში 2006 წელს ქართველების დაკავება და გამოძევება ადამიანის უფლებათა კონვენციის დარღვევა იყო


სტრასბურგში განთავსებული ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით, 2006 წლის შემოდგომაზე რუსეთში ეთნიკური ქართველების დაპატიმრებით, დაკავებით და კოლექტიური გაძევებით დაირღვა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია. საქართველომ რუსეთის წინააღმდეგ სახელმწიფოთაშორისი განაცხადი წარადგინა 2007 წლის მარტში, რუსეთის ფედერაციიდან დეპორტირებული ასობით ეთნიკური ქართველის უფლებების სავარაუდო დარღვევის გამო. ქართველების დეპორტაციას წინ უძღოდა საქართველოს და რუსეთს შორის ურთიერთობების დაძაბვა თბილისის მიერ რუსეთის ჯაშუშების დაკავების გამო. ევროპულმა სასამართლომ განაცხადა, რომ სამართლიანი დაკმაყოფილების, იგივე კომპენსაციის საკითხი „არ იყო მზად მის შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად“ და მხარეებს შესთავაზა 12 თვის ვადაში წარმოადგინონ „ამ საკითხზე თავიანთი შეხედულებები და სასამართლოს აცნობონ ნებისმიერი გადაწყვეტილების შესახებ, რომელიც შესაძლოა მიღწეულ იქნას“ სამართლიანი დაკმაყოფილების თაობაზე.

XS
SM
MD
LG