Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იერუსალიმში პალესტინელებსა და ისრაელის პოლიციას შორის შეტაკება მოხდა


პალესტინელებსა და ისრაელის პოლიციას შორის შეტაკება მოხდა აღმოსავლეთ იერუსალიმში სავარაუდოდ შურისძიების გამო მოკლული პალესტინელი მოზარდის დასაფლავების წინ. შურისძიების საბაბი შეიძლება იყოს სამი ისრაელი ახალგაზრდის მკვლელობა. პალესტინელი მოზარდის, მოჰამედ აბუ ხუდაირის დასაფლავება დაემთხვა მუსლიმთა წარმოდგენით, წმინდა თვე რამადანში, პარასკევის პირველ ლოცვას. ხუდაირი მოკლული ნახეს 2 ივლისს. ვარაუდობენ, რომ მისი მკვლელობა სამაგიეროს გადახდა იყო სამი ებრაელი სტუდენტის გატაცების და მკვლელობის გამო იორდანეს დასავლეთ ნაპირზე. ისრაელის მთავრობამ ებრაელი მოზარდების მკვლელობაში ჰამასი დაადანაშაულა. ისრაელის არმიის თანახმად, მან თავისი ძალებს მოუყარა თავი ღაზის სექტორის საზღვრებთან მას მერე, რაც პალესტინელთა ტერიტორიიდან ჭურვები და რაკეტები იქნა გატყორცნილი ისრაელისკენ.

XS
SM
MD
LG