Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მეამბოხეებმა დაიკავეს სირიის ნავთობის საბადო ერაყის საზღვართან

ერაყსა და ლევანტში ისლამურ სახელმწიფოდ წოდებულმა გაერთიანებამ კონტროლი დაამყარა სირიის სანავთობო საბადოზე, რომელიც ერაყის საზღვართან მდებარეობს. ამის თაობაზე მეთვალყურეთა ჯგუფი იტყობინება. ალ ტანაკის საბადო მათ 4 ივლისს აიღეს, ავრცელებს ცნობას ლონდონში დაფუძნებული მეთვალყურეთა ჯგუფი. ერთი დღის წინ ისლამურმა გაერთიანებამ დაიკავა სირიის უდიდესი ნავთობის საბადო. ამ არეალიდან მან ალ ყაიდასთან დაკავშირებული, ალ ნუსრას ფრონტის მებრძოლები განდევნა. ერაყსა და ლევანტში ისლამურ სახელმწიფოდ წოდებულმა გაერთიანებამ ისლამური სახალიფო გამოაცხადა თავის მიერ დაკავებულ ტერიტორიაზე. მისი მეომრები გაიჭრნენ ასევე თურქეთის საზღვრისპირა არეალში, სადაც რამდენიმე სოფელი დაიპყრეს.

​
XS
SM
MD
LG