Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაჩო ახალაიას ახალი ბრალდებების საფუძველზე წინასწარი პატიმრობა შეეფარდა


თბილისის საქალაქო სასამართლომ თავდაცვისა და შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს, ბაჩო ახალაიას წინასწარი პატიმრობა შეუფარდა იმ ახალი ბრალდებების საფუძველზე, რომელიც მას 2 ივლისს წარუდგინეს. ახალი ბრალდებების თანახმად, 2011 წლის სექტემბერში, თავდაცვის მინისტრად მუშაობის დროს ახალაიამ, პროკურატურის განცხადებით, ორგანიზება გაუკეთა რამდენიმე პირის წამებას და ასევე დაკავებულზე სექსუალურ ძალადობას. საუბარია რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულთა წამების ორგანიზების საქმეზე, რომელიც მოიცავს სერგო თეთრაძის მკვლელობის ეპიზოდსაც. ახალაიას დაცვის მხარე, რომელიც ამ ბრალდებებს აბსურდულს უწოდებს და პატიმრობის სანაცვლოდ 30 ათასი ლარის გირაოს შეფარდებას თხოვდა სასამართლოს, აცხადებს, რომ გადაწყვეტილებას „დიდი ალბათობით“ სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს. დაცვის მხარე ასევე აცხადებს, რომ ახალი ბრალდებების წარდგენა ემსახურებოდა ბაჩო ახალაიას საპატიმროში დატოვების მიზანს, რადგან მას სხვა საქმეზე შეფარდებული წინასწარი პატიმრობის მაქსიმალური, 9-თვიანი ვადა 26 ივლისს ეწურება. ახალაიას მიმართ, რომელიც 2012 წლის ნოემბერში დაკავების შემდეგ წინასწარ პატიმრობაში იმყოფება, რამდენიმე საქმეზე გაიმართა სასამართლო პროცესები და რამდენიმეზე ჯერ კიდევ მიმდინარეობს.

XS
SM
MD
LG