Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყი შეისწავლის სუნიტი ექსტრემისტების ლიდერის ჩანაწერის ავთენტურობას


ერაყის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ აანალიზებენ ვიდეოჩანაწერს, რომელიც, გავრცელებული ცნობებით, ასახავს „ერაყისა და ლევანტის ისლამური სახელმწიფოს“ სახელით ცნობილი ჯგუფის ლიდერის, აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის მიერ ერაყში, მოსულის მეჩეთში ჩატარებულ ქადაგებას. ანალიზის მიზანია დადგინდეს, არის თუ არა 21 წუთის ხანგრძლივობის ჩანაწერში ასახული პირი რეალურად ალ-ბაღდადი. „ერაყისა და ლევანტის ისლამური სახელმწიფოს“ სახელით ცნობილ სუნიტურ ექსტრემისტულ ჯგუფს ერაყსა და სირიაში არაერთი ტერიტორია აქვს დაპყრობილი. ვიდეოჩანაწერი ინტერნეტში 5 ივლისს გავრცელდა. ბაღდადიმ 29 ივნისს გამოაცხადა, რომ მისი ჯგუფის მიერ დაპყრობილ ტერიტორიაზე ისლამური სახალიფო შეიქმნა. ჩანაწერში ასახული პირი, რომელსაც ჯგუფის ლიდერად მიიჩნევენ, მუსლიმებს მოუწოდებს მას დამორჩილდნენ, „სანამ მე ღმერთს ვემორჩილებიო“. ბაქრ ალ-ბაღდადის „ერაყისა და ლევანტის ისლამური სახელმწიფოს“ სახელით ცნობილი ჯგუფი ხალიფა იბრაჰიმს უწოდებს. ჯგუფმა მოსული გასულ თვეში ჩაიგდო ხელში.

XS
SM
MD
LG