Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრეზიდენტობის კანდიდატი მოითხოვს გადაიდოს ავღანეთის არჩევნების შედეგის გამოქვეყნება


ავღანეთის პრეზიდენტობის კანდიდატი, აბდულა აბდულა მოითხოვს კიდევ გადაიდოს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინასწარი შედეგების გამოცხადება, რათა შემოწმებულ იქნას ყველა საეჭვო ბიულეტენი. ავღანეთის დამოუკიდებელმა საარჩევნო კომისიამ ერთხელ უკვე გადადო წინასწარი შედეგების გამოცხადება, მას შემდეგ, რაც აბდულამ განაცხადა, რომ იყო გაყალბების და ბიულეტენების ჩაყრის შემთხვევები მისი მეტოქის, აშრაფ ღანის სასარგებლოდ. წინასწარი შედეგები 7 ივლისს უნდა გამოცხადდეს, თუმცა აბდულა გამოცხადების კვლავ გადადებას მოითხოვს. მეორე კანდიდატი, აშრაფ ღანი კი აცხადებს, რომ შედეგების გამოქვეყნების კიდევ ერთხელ გადადება აღარ შეიძლება. საბოლოო შედეგების გამოცხადებას 24 ივლისს ელიან.

XS
SM
MD
LG