Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზაზა გოგსაძე: პრაღაში რუსი და ქართველი ექსპერტების შეხვედრა დაიწყო


პრაღაში დაიწყო საქართველოსა და რუსეთის წარმომადგენელთა შეხვედრა, რომელზეც სავაჭრო ურთიერთობის საკითხები განიხილება. როგორც ჩეხეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ზაზა გოგსაძემ უთხრა რადიო თავისუფლებას მოლაპარაკების დასრულების შემდეგ საქართველოს დელეგაციის წარმომადგენლები გამართავენ შეხვედრას მედიისათვის. 9 ივლისს კი დაიწყება კარასინ-აბაშიძის შეხვედრა, რომელიც ტრადიციულად ჩეხეთის დედაქალაქში იმართება. ამ შეხვედრების ფონია ევროკავშირთან საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმებების ხელმოწერა, რის შემდეგ რუსეთმა განაცხადა, რომ თუ მის ბაზარს საფრთხე შეექმნება, ეკონომიკის დასაცავად ზომებს მიმართავს. საქართველოს ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ ევროკავშირთან საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება არ არის მიმართული რომელიმე მესამე მხარის წინააღმდეგ და ხელმომწერებს შეუძლიათ სავაჭრო ურთიერთობები სხვა ქვეყნებთანაც ჰქონდეთ.

XS
SM
MD
LG