Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელის ავიადარტყმების შედეგად დაიღუპა "ჰამასის" ექვსი წევრი


პალესტინელთა დაჯგუფება "ჰამასის" ექვსი წევრი დაიღუპა ისრაელის ავიაიერიშის შედეგად, რომელიც ქალაქ რაფაჰში, ღაზის სექტორის სამხრეთში განხორციელდა. სამაშველო ჯგუფების ინფორმაციით, მოკლულია ორი მებრძოლი. ამავე ცნობის თანახმად, კიდევ ოთხი გვამი შენობის ნანგრევებშია მოყოლილი. ისრაელის სამხედროების ინფორმაციით, ავიადარტყმები ხორციელდება 12 სარაკეტო თავდასხმის საპასუხოდ, რომლებიც კვირას პალესტინის ტერიტორიაზე განხორციელდა. მხარეებს შორის ურთიერთობა განსაკუთრებით გამწვავდა ისრაელი ექსტრემისტების მიერ პალესტინელი მოზარდის, მუჰამედ აბუ ხდაირამას მკვლელობის შემდეგ.

XS
SM
MD
LG