Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყის პარლამენტის სესია ერთი თვით გადაიდო


მაღალი რანგის ერაყელი გენერლის დაღუპვა გახდა მიზეზი ქვეყნის პარლამენტის საგანგებო სხდომის გადადებისა. ერაყის ხელისუფლების ცნობით გენერალი ნაიმ აბდულა სუდანი ქალაქ იბრაჰიმ ბინ ალისთან საარტილერიო დაბომბვის შედეგად დაიღუპა. როგორც იუწყებიან, ერაყის პარლამენტის სესია 12 აგვისტოს გაიმართება. ერაყის პრემიერ-მინისტრის ოფიციალური წარმომადგენლის ქასემ ატას ინფორმაციით, „გენერალი ტერორისტებთან ბრძოლაში წამებულის სიკვდილით აღესრულა.“ სამხედრო მაღალჩინოსნის დაღუპვის სხვა დეტალები უცნობია. ქალაქი იბრაჰიმ ბინ ალი ბაღდადის დასავლეთით, აბუ ღრაიბის მახლობლად მდებარეობს, სადაც ერაყის სამთავრობო ჯარები ბლოკირებული ჰყავთ ექსტრემისტული ორგანიზაცია „ერაყისა და ლევანტის ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლებს.

XS
SM
MD
LG